მამუკა მდინარაძე - შეუძლებელია ხალხის მხარდაჭერის გარეშე ვინმე მოვიდეს ხელისუფლებაში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ! - მოიპოვონ ხალხის მხარდაჭერა და მერე კი ბატონო, დიდი სიამოვნებით გადავალთ ოპოზიციაში

შეუძლებელია ხალხის მხარდაჭერის გარეშე ვინმე მოვიდეს ხელისუფლებაში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ! მოიპოვონ ხალხის მხარდაჭერა და მერე კი ბატონო, დიდი სიამოვნებით გადავალთ ოპოზიციაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან საქართველოს პრეზიდენტისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "20%-მდე ჩარჩენილი რეიტინგის ადამიანები" ხელისუფლებაში ვერაფრით მოვლენ, რის გამოც ალტერნატიულ გზებზე, მათ შორის, რევოლუციაზე ფიქრობენ, თუმცა ეს ამ ქვეყანაში "არ გაიყიდება".

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილი დღეს მთავარ თანამზრახველებს შეხვდა.

"დღეს "ნაცმოძრაობის" ჯერი კი არ იყო, დღეს იყო სალომე ზურაბიშვილის ჯერი "ნაცმოძრაობასთან", იმიტომ, რომ დღეს შეხვდა ის თავის მთავარ თანამზრახველებს. დღეს შეხვდა ის ადამიანი მთავარ პარტნიორებს, სადაც მათ უნაწილდებათ როლები. დღეს ისინი ასრულებდნენ როლს - ერთი მხარე პრეზიდენტისას, მეორე მხარე კი "კონსტრუქციული ოპოზიციისას". რაც არ უნდა ირონიული იყოს ეს ამბავი ამ "კონსტრუქციულ ოპოზიციას" "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია, რომელიც არის თავი და თავი ყველაფრის. მისი განშტოებებია შემდეგ: ხაზარაძე, გახარია, სხვა პარტიები. დღეს ისინი ასრულებდნენ მორიგ როლს. ამ როლების შესრულების ბოლო არ არის ის ფინალი, რომელიც მათ წარმოუდგენიათ, იმიტომ, რომ მათი წარმოდგენა არ არის რელევანტური. მათი წარმოდგენა არის აბსოლუტურად უტოპიური. მათ უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა ისე, რომ ხალხის მხარდაჭერა არ იყოს ამის საფუძველი, რაც შეუძლებელია. შეუძლებელია ხალხის მხარდაჭერის გარეშე ვინმე მოვიდეს ხელისუფლებაში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მოიპოვონ ხალხის მხარდაჭერა და მერე კი ბატონო, დიდი სიამოვნებით გადავალთ ოპოზიციაში," - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში