უკრაინის გენშტაბი - რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტი ქვეყნის დანაკარგებმა 411 500 ჯარისკაცს გადააჭარბა

უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალების მხრიდან თავდასხმების საფრთხის გამო, უკრაინის სამხრეთ ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო განგაში გამოცხადდა. გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 13 დრონი გაუშვეს. არცერთი რაკეტა მიზანს არ მოხვედრია.

აფეთქებების ხმა ისმოდა პოლტავაშიც.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ მტრის 850 ჯარისკაცი მოკლეს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტი ქვეყნის დანაკარგებმა 411 500 ჯარისკაცს გადააჭარბა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა