ილია დარჩიაშვილი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს, ფილიპო გრანდის შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს, ფილიპო გრანდის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა ფილიპო გრანდის მიულოცა „ლტოლვილთა მეორე გლობალური ფორუმის” წარმატებით ჩატარება 2023 წლის ბოლოს და მიესალმა უმაღლესი კომისრის ოფისის საქმიანობას საქართველოში. ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაზე და ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებების საკითხს.

„მინისტრმა აღნიშნა უმაღლესი კომისრის თბილისის ოფისის საქმიანობის მნიშვნელობა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებებთან მიმართებით. საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. ილია დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობა და ასევე გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისრის დღის წესრიგში საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობა. მხარეებმა ისაუბრეს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა შესახებ საქართველოს მთავრობის პოლიტიკასა და პროგრამების თაობაზე. ილია დარჩიაშვილი 26-27 თებერვალს ვიზიტით ჟენევაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა მონაწილეობა მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება