ანონსი  28 თებერვალი

28 თებერვალს, 10:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კონსერვატიული მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ბლინკენის განკარგულება - LGBT პროპაგანდის ახალი საფეხური“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 საკონტაქტო: 593 53 45 24

28 თებერვალს, 10:20 საათზე, იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) მიერ, საქართველოში იტალიის საელჩოსთან, იტალიურ ასოციაცია Assofoodtec/ANIMA Confindustria-სა და FederUNACOMA-სთან და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან (GEA) თანამშრომლობით, ღონისძიებას „საქართველო და იტალია ერთად უკეთესი კვების მრეწველობისთვის“ გაიმართება.

პრესკონფერენციას ჩაატარებენ: იტალიის ელჩი მასიმილიანო დ'ანტუონოსი, ITA-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ანდრეა მაკანიკოსა და GEA-ს პრეზიდენტი ელგუჯა მელაძის მონაწილეობით.

მის: თელავის ქ, #20 (სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“)

საკონტაქტო: ცირა იობაშვილი - 598 544 415

28 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება“.

მის:კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 თებერვალს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე, განათლების სამინისტროში მინისტრ გიორგი ამილახვარის სახელზე განცხადებას შეიტანს.

თემა: დირექტორობის მსურველთა კანდიდატთა რეგისტრაცია.

მის: დიმიტრი უზნაძის 52 (განათლების სამინისტრო)

28 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება. ილია ჭავჭავაძის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

28 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „პულმანში“ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE) ორგანიზებით, ახალგაზრდული პროექტის „კარიერული განვითარების ბანაკის“ გახსნის ღონისძიება გაიმართება.

28 თებერვალს, 14:00 საათზე, ევროპაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელიც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ორგანიზებით ჩატარდება.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ: აშშ-ს ელჩი საქართველოში, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრები.

მის: თავისუფლების მოედანი #7, სასტუმრო „პარაგრაფი“.

28 თებერვალს, 14:00 საათზე, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში მოძრაობა „საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად“ წევრები: გია ბუღაძე, არჩილ თანიანი, აკაკი კობალაძე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით შვეიცარიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ურს ბეერს შეხვდებიან.

მის: შალვა რადიანის ქ.12

საკონტაქტო: აკაკი კობალაძე - 577 22 85 22

28 თებერვალს, 15:30 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილისა და კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართება გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის დელეგაციის წევრებთან.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი. (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ