რომან გოცირიძე - ხელისუფლების ხელში დეკლარაციების შემოწმების საკითხი შესაძლოა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იქნას გამოყენებული

ნუ გვგონია, რომ დეკლარაციების შემოწმებით რაიმე კორუფციული ფაქტები გამოვლინდება. საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ გამოვლინდება ტექნიკური ხარვეზები, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, შესაძლებელია, რომ დღევანდელი ხელისუფლების ხელში დეკლარაციების შემოწმების საკითხი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იქნას გამოყენებული.

„ღარიბაშვილს ხომ აჩუქა მამამისმა 50 000 დოლარი. ასევე, ბევრჯერ ყოფილა, რომ „ქართული ოცნების“ წევრებისთვის ოჯახის წევრებს მიუცია საჩუქარი. სამწუხაროდ, დეკლარაცია მშობლამდე ვერ მიდის. ფულის წარმოშობის წყარომდე დეკლარაცია არ მიდის. ტყუილად ნუ შევიქმნით ილუზიებს. ანტიკორუფციული ბიურო რომ შეამოწმებს დეკლარაციებს, ის ვერ მივა ფულის წარმოშობის წყარომდე, ამის უფლება მას არ აქვს. ღარიბაშვილის მამას არ ეტყვიან: „ფული საიდან მოიტანე?“

ნუ გვგონია, რომ დეკლარაციების შემოწმებით რაიმე კორუფციული ფაქტები გამოვლინდება. საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ გამოვლინდება ტექნიკური ხარვეზები. მაგალითად, ვიღაცას ბანკში 50 ლარი უნდა მიეთითებინა და 30 ლარი წერია და ა.შ. მაგრამ შესაძლებელია, რომ ხელისუფლების ხელში დეკლარაციების შემოწმების საკითხი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იქნას გამოყენებული. ამიტომაა საშიში თუნდაც ის კომისია, რომელიც ანტიკორუფციულთან შეიქმნა და მურუსიძის და კიდევ ვიღაცების შემოწმება ჩაწერეს და გაგვიხარდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო, ანტიკორუფციული ბიურო, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს, დამატებით 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა