შალვა პაპუაშვილი - ქართველმა ხალხმა ისედაც იცის, მაგრამ სამწუხაროდ, თვალებში ნაცარს გვაყრიდნენ შიგნიდან, ზოგიერთი უცხოელი აქტორი გარედანაც, როცა ნიკა გვარამიას ჟურნალისტად წარმოგვიდგენდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა განხორციელდა, რომ მას „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეეწყალებინა.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათი დაცინვა იყო, როდესაც ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიანიჭა.

„ქართველმა ხალხმა ისედაც იცის, მაგრამ სამწუხაროდ, თვალებში ნაცარს გვაყრიდნენ შიგნიდან, ზოგიერთი უცხოელი აქტორი გარედანაც, როდესაც ნიკა გვარამიას ჟურნალისტად წარმოგვიდგენდნენ. ყოფილ გენერალური პროკურორის მოადგილეს, რომელიც „იმედის“ დახურვის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ყველას დაგცინეს, როდესაც მას ცოტა ხნის წინ აშშ-ში ჟურნალისტის რაღაც პრიზი მიანიჭეს. თქვენს შრომას დასცინეს, როდესაც ჟურნალისტი უწოდეს ადამიანს, რომელიც ტელევიზიებს ხურავდა, რომელმაც ქართულ მედიაში შემოიტანა უხამსობა, როგორც მედიისთვის მისაღები ფორმა, რომელმაც გააქრო მედიაში ჟურნალისტის სტანდარტის ღირებულება. როდესაც ამერიკული ორგანიზაცია ანიჭებს მას ჟურნალისტიკაში ჯილდოს, როდესაც მას ესარჩლებიან ზოგიერთი უცხოელი აქტორები და წითელ ხალიჩას უფენენ, ამით არავის ზიანი არ ადგება, მაგრამ ამას ქართველი ხალხი ხომ უყურებს. იმ წითელ ხალიჩებს, რომელიც დაუფინეს მას ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ზოგიერთ საელჩოში. ის პრიზები უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა იყო. ამას ქართველი ხალხი ხედავს, ეს არის ყველაზე დიდი ანტიდასავლური პროპაგანდა, რაც შეიძლება მოხდეს. გახსოვთ, რომ მისი შეწყალება მოხდა ზეწოლის ქვეშ. შემდეგ გაირკვა, რომ ზოგიერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, მათ შორის ევროპარლამენტარმა ქართველ ხალხზე ადრე იცოდა, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა შეეწყალებინა ის. ვიცით, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ზოგადად, დასანანია, როდესაც შეწყალება ხდება გარედან ზეწოლის მეშვეობით, ეს კიდევ ერთხელ არის ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევა. თუმცა, შეწყალების შემდეგაც გვახსოვს ზოგიერთი უცხოელი აქტორის გამოხმაურება, რომ ეს იყო დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. ასეთი რაღაცები არის ყველაზე დიდი ანტიდასავლური პროპაგანდა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება