სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ერთმანეთს ოპოზიციური პარტიისა და მმართველი გუნდის დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ოპოზიციის მოთხოვნას მოჰყვა. ისინი მერიის იმ სამსახურების ხელმძღვანელების მოსმენას მოითხოვდნენ, რომელთა საქმიანობაში შიდა აუდიტის სამსახურმა 2022 წელს ხარვეზები და დარღვევები აღმოაჩინა. ამან „ ქართული ოცნების“ წევრების გაღიზიანება გამოიწვია.

ოპოზიციის წევრები აღნიშნულ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვენ.

„აუდიტის დასკვნაზე იმდენი დარღვევაა დაფიქსირებული, ამაზე ლაპარაკი ძალიან დიდ დროს მოითხოვს. მაგალითად, ახალგაზრდულმა სამსახურმა 2022 წელს 8 დაგეგმილი ღონისძიებიდან ჩაატარა ერთი. დანარჩენი შვიდი ვერ ჩაატარა გაუგებარი მიზეზის გამო. ასევე, აუდიტი წერს, რომ ერთმა ფეხბურთელმა 5 ივნისს ერთდროულად ითამაშა, ერთსა და იმავე დროს, დღის 2 საათზე ფოთსა და წალენჯიხაში. აუდიტმა ვერ აღმოაჩინა საბუთებში გახარჯულად ნაჩვენები საღებავები, გვარჯილა და ა.შ. წალენჯიხაში", - განაცხადა „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა კუჭავამ.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარია აცხადებს, რომ არცერთი ფაქტი, რომელზეც აუდიტის დასკვნაში არის საუბარი, სისხლის სამართლებრივ ნიშნებს არ შეიცავს.

„აუდიტის დასკვნა და შინაარსი არ არის სადამსჯელო. აუდიტის შინაარსია ის, რომ სამსახურებს დავუდგინოთ გარკვეული შენიშვნები თუ ხარვეზები და მათ გაუმჯობესებასა და ეფექტურობის გაზრდაზე იმუშაოს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2021 წელს, როდესაც თვითმმართველობის არჩევნები იყო და როდესაც სჭირდებოდა მერიას მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერა თანხების კორექტირებაში, ბიუჯეტის გადანაწილებაში და ა.შ. 2022 წელს, ოქტომბრის თვემდე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო არ იყო შედგენილი და ესეც უქმნიდა დამატებით შეფერხებას“, - განაცხადა საბა ოდიშარიამ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ნანა ზარანდიას თქმით, ის ამ ეტაპზე აუდიტის დასკვნის შინაარსს არ იცნობს.

მისივე განმარტებით, მერია აღრიცხულ დარღვევებთან დაკავშირებით რეაგირებას სამსახურების მოსმენის შემდეგ მოახდენს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია