ბოლნისის მერია - სოფელ დისველის ეკონომიკური გაძლიერების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

სოფელ დისველის ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას, რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია ,,საქრძეს“ და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა მორი ჰიროიუკიმ, რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია ,,საქრძეს“ დირექტორმა კახაბერ კონიაშვილმა, დისველის ფერმერთა ჯგუფის წარმომადგენელმა გენადი ცეცხლაძემ და მერის წარმომადგენელმა სოფელ დისველში ზურაბ შაინიძემ.

„მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები აცხადებენ მზაობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში რძის წარმოების გაუმჯობესების პროექტის მდგრადობას დაუჭირონ მხარი, რომელიც სოფელში 2022 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს იაპონური ცოდნის ადგილზე დანერგვის საშუალებით რძის ხარისხის გაუმჯობესებასა და რაოდენობის გაზრდას.

ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები იაპონიიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა იაპონელ სტუმრებს ძველი გერმანული უბანი დაათვალიერებინა და ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში ბოლნისური ღვინო და ადგილობრივი ნაწარმი გააცნო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს