ავსტრიის კანცლერი - მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია სიფხიზლე

ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის განცხადებით, უკრაინაში ომში უკონტროლო ესკალაციის სპირალის რისკი არსებობს.

Der Standart-ის ცნობით, ნეჰამერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია სიფხიზლე.

„იმისთვის, რომ კონფლიქტი დასრულდეს, საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.

ის დარწმუნებულია, რომ ევროპამ თანამშრომლობაში BRICS-ის ქვეყნები (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) ქვეყნები უნდა ჩართოს. მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა კი უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანად გადასაწყვეტად დასავლეთს ჩინეთი და ინდოეთი სჭირდება. ნეჰამერი მიიჩნევს, რომ ამ ორ ქვეყანასთან აუცილებელია თანაბარი პირობებით საუბარი.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა