ირანში არჩევნები მიმდინარეობს

ირანში არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა პარლამენტის და ექსპერტთა ასამბლეის წევრებს ირჩევს. ასამბლეა ირჩევს და ზედამხედველობს ირანის ყველაზე გავლენიან ფიგურას და მთავარსარდალს, უზენაეს ლიდერს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ამჟამინდელმა უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ - რომელიც ამ თანამდებობას სამ ათეულ წელზე მეტია იკავებს - ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

წელს საპარლამენტო არჩევნებში 290 მანდატისთვის კანდიდატების რეკორდული რაოდენობა, 15 200 კანდიდატი დამტკიცდა, მაგრამ რეფორმისტების ბანაკიდან მხოლოდ 30 მათგანია. რეფორმისტები არჩევნებს “უაზრო, არაკონკურენტულ, უსამართლო და ქვეყნის ადმინისტრირებისთვის არაეფექტურად აფასებენ“.

საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და სავარაუდოდ, 10 საათის განმავლობაში იმუშავებს.

ირანში ხმის მიცემის უფლება 61.2 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი არჩევნებია ქვეყანაში 2022 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელიც ე.წ. მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის საპატიმროში გარდაცვალებას მოჰყვა.

ხელისუფლების მიერ მომიტინგეების დარბევის შედეგად კი, გავრცელებული ინფორმაციით, ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია