დევიდ კამერონი - ისრაელი ვალდებულია ღაზას მოსახლეობამდე გაცილებით მეტმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწიოს

ისრაელი ვალდებულია ღაზას მოსახლეობამდე გაცილებით მეტმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწიოს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა.

კამერონმა კომენტარი გააკეთა გუშინდელ ინციდენტზე, რომლის დროსაც, ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში ისრაელის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად სულ მცირე 107 ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, „სასწრაფო გამოძიება და ანგარიშვალდებულება უნდა იყოს“.

„არ შეგვიძლია გუშინდელი ამბის არასაკმარისი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებებისგან განცალკევება. თებერვალში ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანების მხოლოდ ნახევარმა შეაღწია, ვიდრე იანვარში. ეს უბრალოდ მიუღებელია.

ისრაელს ვალდებულება აქვს უზრუნველყოს, რომ ღაზას მოსახლეობამდე გაცილებით მეტმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწიოს. პრობლემების სერია დავადგინეთ, რომლებიც მოსაგვარებელია: ისრაელმა სასწრაფოდ უნდა გახსნას მეტი შესასვლელი ღაზაში; გააუქმოს ბიუროკრატიული შეფერხებები; დაუშვას ჰუმანიტარული მისიები ღაზაში; უზრუნველყოს კონფლიქტის თავიდან არიდების მტკიცე მექანიზმის არსებობა ჩვეულებრივი პალესტინელების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექიმებისა და სხვების დასაცავად, ვინც ჰუმანიტარულ დახმარებას უზრუნველყოფენ…

ეს ტრაგედია მხოლოდ ხაზს უსვამს დაუყოვნებელი ჰუმანიტარული პაუზის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ბრძოლაში მნიშვნელოვანი პაუზა ერთადერთი გზაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების საჭირო მასშტაბით შესატანად და იმ მძევლების გასათავისუფლებლად, რომლებიც "ჰამასს" ჰყავს აყვანილი”, - განაცხადა კამერონმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია