ირაკლი შატაკიშვილი რუსთაველ ახალგაზრდებს შეხვდა

პროექტის „თაობა რუსთაველის” ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრა „მედიათეკაში“ გამართა.

რუსთავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველ ახალგაზრდებთან საუბრის მთავარი თემა „პარლამენტარიზმი - საკანონმდებლო ცვლილებები და საქმიანობა” იყო, თუმცა ასევე შეეხო რუსთავში ბოლო პერიოდში განხორციელებულ და დაგეგმილი პროექტებსა და რეფორმებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა ინტერაქტიურად წარიმართა, ირაკლი შატაკიშვილმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და ისეთ აქტუალურ საკითხზეც ისაუბრა, როგორიცაა ვანდალიზმი და მედიათეკაში მოსულ სტუმრებს მაჟორიტარის ბიუროს მიერ ჩატარებული ვანდალიზმის წინააღმდეგ კამპანიის მასალებიც გადასცა, რომელთა მიზანი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.

„თაობა რუსთაველი“ ჩვენი ქალაქისთვის ახალი პროექტია და მედიათეკაში დღეს მეორე შეხვედრა ჩატარდა. მოხარული ვარ, რომ ამ პროექტმა უკვე დიდი დაინტერესება გამოიწვია ახალგაზრდებს შორის. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო, ვისაუბრეთ ძირითადად ჩვენს ქალაქზე, არსებულ გამოწვევებზე, ასევე პარლამენტარიზმზე და პარლამენტის როლზე ჩვენს ცხოვრებაში“, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

პროექტი „თაობა რუსთაველი” მერიამ ქალაქის განვითარებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართვის მიზნით დაიწყო და პირველი შეხვედრა რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან გაიმართა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია