პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ რიგგარეშე ყრილობა გამართა

პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ განახლებული გუნდით რიგგარეშე ყრილობა გამართა. ყრილობაზე პოლიტსაბჭოს წევრები და პარტიის მდივანი აირჩიეს.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ განაცხადა, მათი მიზანი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვაა, მათ შორის მნიშვნელოვანია იზრუნონ იმაზე, რომ საქართველოში ყველას ჰქონდეს უზრუნველყოფილი სამართლებრივი უსაფრთხოება და სამართლიანი სასამართლო.

„დღეს, პარტია „ხალხისთვის“ ხალხის წინაშე, ახალი გუნდით წარსდგა. მნიშვნელოვანი იყო გვეჩვენებინა ის,რომ ჩვენი ფასეულობა, კეთილდღეობა ყველასთვის ბევრ ხალხს ადარდებს, ბევრი სუფთა და მცოდნე ადამიანი მზად არის იმისთვის,რომ იბრძოლოს ჩვენთან ერთად უკეთესი მომავლისთვის. შემდეგი არჩევნები აღარ იქნება იმაზე საქართველოს ოკუპაცია იქნება, თუ არა, შემდეგი არჩევნები იქნება იმაზე, ქართველები, როგორც ერი ვიარსებებთ, თუ ნელ-ნელა ავორთქლდებით დედამიწიდან. ამისთვის ეს პარტია, სხვა ძალებთან ერთად, ბრძოლისთვის მზად არის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს