ვოლოდიმირ ზელენსკი - სირსკის საკადრო ცვლილებებისთვის სრული კარტ-ბლანში აქვს, კონკრეტულ წინადადებებს ველი

სირსკის საკადრო ცვლილებებისთვის სრული კარტ-ბლანში აქვს, კონკრეტულ წინადადებებს ველი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მთავარსარდალს კარტ-ბლანში აქვს ნებისმიერ საკადრო ცვლილებებისთვის არმიაში, შტაბებში. ყველა უკრაინელმა მეთაურმა უნდა იცოდეს ფრონტი, გრძნობდეს ფრონტს, რეალურ საჭიროებებს, რეალურად უნდა იყვნენ ჯარისკაცებთან, სერჟანტებთან, ისეთები უნდა იყვნენ, როგორებიც საჭიროა, რათა უკრაინულ მიზნებს მივაღწიოთ. კვირის დასაწყისში, გენერალ-პოლკოვნიკ სირსკის ფრონტიდან დაბრუნებისას მის დაწვრილებით ანგარიშსა და კონკრეტულ წინადადებებს ველი სამომავლო ცვლილებებსა და ჩვენს ქმედებებთან დაკავშირებით,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, აქამდე, 2 მარტს, სირსკიმ საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადა ბრიგადების მეთაურებს შორის, რომელთა ქმედებებიც საფრთხეს უქნის ქვეშევრდომების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა