უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი - აღმოსავლეთში რუსული თვითმფრინავი რამდენიმე საათია აღარ გამოჩენილა

რამდენიმე საათია აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული თვითმფრინავი არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის უკრაინის საჰაერო ძალების მუშაობის შედეგი.

”ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ არის, მტრის დრონები კვლავ დაფრინავენ სამხრეთით, მაგრამ ყველაფერი ნათელია აღმოსავლეთში!” , - დაწერა მან მოგვიანებით „ტელეგრამ“ არხზე.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა მტრის 10-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის „სუ-34“, „სუ-35“ და „ა-50“ ტიპის თვითმფრინავები. „ა-50“ აზოვის ზღვის თავზე ჩამოაგდეს და რუსეთის ტერიტორიაზე დაეცა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია