სამცხე-ჯავახეთის DMO-სა და „ინნ ჰოსფითალითს შორის საწევრო ხელშეკრულება გაფორმდა

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ და „ინნ ჰოსფითალითმა“ საწევრო ხელშეკრულება გააფორმეს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, „ინნ ჰოსფითალითი“ სამცხე-ჯავახეთის DMO-ს საწევრო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით ორგანიზაციის პირველი წევრი გახდა.

ხელმოწერის ღონისძიება სასტუმრო „ახალციხე ინნ“-ში გაიმართა. მემორანდუმზე ხელი მოაწერეს „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მუმლაძემ და „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციულმა დირექტორმა ნინა ხოტივრიშვილმა.

„რეგიონის ტურიზმის განვითარების ორგანიზაცია და „ინნ ჰოსფითალითის“ ჯგუფში შემავალი სასტუმრო „ახალციხე ინნ“ უკვე წარმატებულად თანამშრომლობენ, რამაც ახლა ოფიციალური სახე მიიღო. მემორანდუმის ფარგლებში „ინნ ჰოსფითალითი“ სამცხე-ჯავახეთში მდებარე ორი სასტუმროთი იქნება წარმოდგენილი: „ახალციხე ინნ“ და „ბაკურიანი ინნ“. „ინნ ჰოსფითალითი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც DMO-სთან ამ ფორმატით თანამშრომლობა დაიწყო.

მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროების ქსელი საქართველოში ოთხ სასტუმროს მოიცავს: „ბაკურიანი ინნ“, „გუდაური ინნ“, „ახალციხე ინნ“ და „როიალ ინნ“.

სამცხე-ჯავახეთის DMO საწევრო პაკეტებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის წევრები რეგიონის სტუმარმასპინძლობის სექტორში ჩართული ბიზნესები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები შეიძლება იყვნენ. შესაბამისად, ორგანიზაციას აქვს შემუშავებული პაკეტები სხვადასხვა პროფილის მქონე ბიზნესების, ორგანიზაციებისთვის თუ ინდივიდუალური პირებისთვის.

ორგანიზაციის წევრობა კერძო სექტორისთვის, პირველი რიგში, ორგანიზაციის საერთო კრებაში მონაწილეობის და ხმის უფლებას გულისხმობს. წევრობის მიზანია კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის პრაქტიკის დანერგვა, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება