სვანეთში  ფესტივალი „გიზ-გიზი" მიმდინარეობს

სვანეთი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს" მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გუდაურის შემდეგ ფესტივალი მესტიაში ტარდება. ადგილობრივებსა და სვანეთის სტუმრებს ფესტივალზე უამრავი სანახაობა ელოდებათ. დასწრება თავისუფალია.

„გიზ-გიზის" ფარგლებში კონცერტები გაიმართა, ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე ბენდებმა და დიჯეებმა იზრუნეს, მოეწყო სამეწარმეო ბაზარი, კვების სივრცეები, პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები.

ფესტივალის მიზანია ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია და მეტი შიდა და უცხოელი ტურისტის მოზიდვა.

მესტიის შემდეგ ფესტივალი ბაკურიანში გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია