ჰაიტიში შეიარაღებულმა ჯგუფებმა ციხიდან 4 000-მდე პატიმარი გაათავისუფლეს

ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის მთავარ ციხეში შეიარაღებული ჯგუფები შეიჭრნენ და 4 000-მდე პატიმრიდან თითქმის ყველა გაათავისუფლეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

დაკავებულთა შორის იყვნენ ბანდის წევრები, რომლებსაც ბრალი ედებოდათ 2021 წელს პრეზიდენტ ჯოვენელ მოისის მკვლელობაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები როგორც პატიმრებს, ასევე პოლიციელებს შორის.

ჰაიტიში ძალადობის ფაქტები ბოლო წლებში გახშირდა. ბანდები, რომელთა სამიზნე პრემიერ-მინისტრი არიელ ჰენრია, პორტ-ო-პრენსის 80%-ს აკონტროლებენ. ჰენრიმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მოისის მკვლელობის შემდეგ დაიკავა და ქვეყანაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გეგმა არაერთხელ გადადო.

ჰაიტიში მდგომარეობა ხუთშაბათს გაუარესდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ნაირობიში გაემგზავრა, რათა ქვეყანაში კენიის ხელმძღვანელობით მრავალეროვნული უსაფრთხოების ძალების გაგზავნის საკითხი განეხილა. ბანდის ლიდერმა, ჯიმი შერიზიემ მის გადასაყენებლად კოორდინირებული თავდასხმა გამოაცხადა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი