თინა ბოკუჩავა - სწორედ ეკონომიკური გაძლიერებით ქალებმა საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვნად რეალიზება უნდა შეძლონ

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ქალთა გაძლიერება შეუძლებელია ეკონომიკური გაძლიერების გარეშე. როგორც მან აღნიშნა, სწორედ ეკონომიკური გაძლიერებით ქალებმა უნდა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვნად რეალიზება.

„საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის მოწევით ბრიუსელში ვიმყოფები, სადაც მთელი მსოფლიოდან ქალი ლიდერები იმყოფებიან. გვაქვს შეხვედრები „ევროპის სახალხო პარტიასთან“, რომელიც ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახია ევროპარლამენტში, ასევე, ევროპარლამენტარებთან, ევროკომისიის წარმომადგენლებთან, მათ შორის რამდენიმე კომისართან, რომლებიც ეკონომიკურ და ბიზნეს სფეროებზე მუშაობენ, გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროპის ბიზნესს ასოციაციასთან. რადგან ქალთა გაძლიერება შეუძლებელია ეკონომიკური გაძლიერების გარეშე, ეს არის დღეს მთავარი აქცენტი, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში, რომ შეიქმნას ევროპული შესაძლებლობები, ეკონომიკური მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშო ადგილები ქალებისთვის. სწორედ ეკონომიკური გაძლიერებით ქალებმა საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვნად რეალიზება უნდა შეძლონ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია