ნატო ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში სამხედრო წვრთნებს იწყებს

ახლად გაფართოებული ნატო ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს იწყებს, რომელიც თითქმის ორ კვირას გაგრძელდება.

მედიის ინფორმაციით, Nordic Response 24-ში, რომელიც ფინეთის, ნორვეგიისა და შვედეთის ჩრდილოეთ რეგიონებში ჩატარდება, მონაწილეობას 13 ქვეყნის 20 000-ზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს, მათ შორის ნატო-ს ახალი წევრი ქვეყნის, ფინეთის 4 000-ზე მეტი ჯარისკაცი.

წვრთნების სხვა მონაწილე ქვეყნები არიან: ბელგია, გაერთიანებული სამეფო, კანადა, დანია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი და აშშ.

მონაწილე ჯარების დაახლოებით ნახევარი წვრთნებს ხმელეთზე გაივლის, დანარჩენი კი - ზღვაზე. კერძოდ, ჩართული იქნება 50-ზე მეტი წყალქვეშა ნავი, ფრეგატი, კორვეტი, ავიამზიდი და სხვადასხვა სადესანტო ხომალდი, ხოლო ჰაერში - 100-ზე მეტი გამანადგურებელი, სატრანსპორტო თვითმფრინავი, საზღვაო სადაზვერვო დრონი და ვერტმფრენი. ერთობლივი წვრთნები სკანდინავიის რეგიონის დაცვასა და თავდაცვაზე იქნება ორიენტირებული.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა