“დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება, რომელიც დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადებს ადგენს

დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით მივლინების ვადა და მასთან დაკავშირებული აკრძალვა ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და პროკურორის დამხმარის მიმართ არ გავრცელდება.

გამონაკლისი “დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით შემოდის, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.

უფრო კონკრეტულად, “დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონი დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადებს ადგენს.

ამასთან, აკრძალულია როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნა ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნული აკრძალვა მათ შორის ევროჯასტში მეკავშირე პროკურორსა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარეს ეხება.

როგორც პროექტის ინიციატორები განმარტავენ, მიზანშეწონილია, აკრძალვა აღნიშნულ თანამდებობის პირებზე არ გავრცელდეს, რადგან ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის დიპლომატიური თანამდებობები ფუნქციებითა და პროფესიული ბუნებით სხვა დიპლომატიური თანამდებობისაგან განსხვავდება.

“ამასთანავე, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის ან ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ შეუძლებელია იმავე პირის ანალოგიური ფუნქციის მქონე სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დანიშვნა, რაც სხვა დიპლომატიური თანამდებობის პირთა შემთხვევაში შესაძლებელია.

ამრიგად, კანონის პროექტის მიზანია აღნიშნული საკითხის სათანადოდ მოწესრიგება და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის საქმიანობის ხელშეწყობა“, - აღნიშნული პროექტის განმარტებით ბარათში.

საკითხს პარლამენტი დაჩქრებული წესით იხილავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში