პოლონეთი შვედეთისგან 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს შეიძენს

პოლონეთი შვედეთისგან 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს იყიდის, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში ავრცელებს.

„პოლონეთის შეიარაღებული ძალები შვედური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს მიიღებენ და ჩვენ ამისთვის დაახლოებით 6,5 მილიარდ ზლოტს (1,63 მილიარდი დოლარი) გამოვყოფთ“, - განაცხადა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შვედური წარმოების ყუმბარმტყორცნებმა უკრაინაში, ბრძოლის ველზე კარგად იმოქმედეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია