საფრანგეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აბორტი კონსტიტუციურ უფლებად აქცია

საფრანგეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აბორტი კონსტიტუციურ უფლებად აქცია.

საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატებმა 780 ხმით 72-ის წინააღმდეგ აბორტის უფლების კონსტიტუციაში შეტანას მხარი დაუჭირეს.

„ჩვენ ყველა ქალს მესიჯს ვუგზავნით: თქვენი სხეული თქვენ გეკუთვნით და თქვენს ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს“, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა პარლამენტში შეკრებილ დეპუტატებს.

საფრანგეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით კონსტიტუციის 34-ე მუხლში ჩაიწერა, რომ „კანონი განსაზღვრავს პირობებს, რომლითაც ქალს აბორტის მიმართვის გარანტირებული თავისუფლება აქვს“.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა