თეონა აქუბარდია - აზარაშვილის ხმამაღალმა განცხადებამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩნია - ეს აჩვენებს, რომ დაპირისპირება არსებობს ღარიბაშვილსა და კობახიძეს შორის, მიუხედავად მცდელობისა, რომ ძმური სიყვარული ეჩვენებინათ

აზარაშვილის ხმამაღალმა განცხადებამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩნია - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ გარკვეული დაპირისპირება ბუნებაში არსებობს ორ ირაკლის [ღარიბაშვილსა და კობახიძეს] შორის, მიუხედავად მცდელობისა, რომ ძმური სიყვარული ეჩვენებინათ, მათ შორის, ვიზუალური ემოციების გამოხატვის გზით, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, „თითოეული მოქალაქის ინტერესია არა ის, თუ რა ილაპარაკა ზურაბ აზარაშვილმა, არამედ ის, თუ რა ბედი ელით მათ, კონკრეტულად ონკოპაციენტებს, რომლებიც მოითხოვენ შველას და წამალს სახელმწიფოს მხრიდან.

„სამწუხაროდ, ტენდენციად იქცა ის, რომ გარკვეულწილად ხმამაღლა წასული მინისტრები შემდგომ იწყებენ ხოლმე პრობლემებზე საუბარს. ამ შემთხვევაში, ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამის დამტკიცებისას, ბატონი აზარაშვილი კვლავ მინისტრი იყო და შემდგომ აღმოჩნდა გარკვეულწილად „კომუნიკაციის პრობლემა“, რაც გასაგებია, რომ გამომდინარეობს ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის ეტაპობრივად ჩანაცვლებით და არა მხოლოდ კომუნიკაციის პრობლემით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ გარკვეული დაპირისპირება ბუნებაში არსებობს ორ ირაკლის შორის, მიუხედავად მცდელობისა, რომ ძმური სიყვარული ეჩვენებინათ მათ შორის, ვიზუალური ემოციების გამოხატვის გზით, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე. აქ საუბარი არ არის მხოლოდ კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილზე, ან აზარაშვილზე. აქ საუბარია ჯანდაცვის სისტემაზე და თითოეულ მოქალაქეზე, რომელსაც ეს ყველაფერი ეხება. როდესაც საუბარია ონკოპაციენტებზე, წამლებზე, მნიშვნელოვანია არსებობდეს პასუხები საერთოდ რა ხდება ამ კუთხით და თითოეული მოქალაქისთვის ეს ყველაფერი რას ნიშნავს“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობის დატოვების შემდეგ, სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც თავისი საქმიანობა შეაჯამა.

მან სტატუსში მათ შორის, ქვეყანაში დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმოშობის ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანაზეც ისაუბრა.

„გამოვლენილია ფაქტები, როდესაც საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა. სამწუხაროდ, სავარაუდოდ, მინიმუმ, 60 ონკოლოგია ჩართული ამ სქემაში და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შემოდიოდა როგორც სამინისტროში, ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ