ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ბოლო თვეების განმავლობაში ბელგიამ ათობით რუსი ჯაშუში გააძევა

ბოლო თვეების განმავლობაში ბელგიამ ათობით რუსი ჯაშუში გააძევა, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ განაცხადა.

„ბოლო თვეების განმავლობაში ბელგიამ ქვეყნიდან ათობით ე.წ. რუსი დიპლომატის დეპორტაცია მოახდინა. იყვნენ თუ არა ისინი ჯაშუშები? ცხადია, რომ დიახ“, - განაცხადა ალექსანდრ დე კროომ.

ბელგიის პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ბელგიას სხვადასხვა გზით უტევს და დემოკრატიის დესტაბილიზაციას ცდილობს.

„როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ვმოქმედებთ, ჩვენ ვიცით, რომ მომდევნო რამდენიმე საათში ჩვენი ვებსაიტები კიბერშეტევების სამიზნე ხდება“, - აღნიშნა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს