„ჰუსიტების“ რაკეტამ შვეიცარიის კუთვნილი საკონტეინერო ხომალდი დააზიანა

აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტებმა“ იემენიდან ორი ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს, რის შედეგადაც ადენის ყურეში შვეიცარიის საკუთრებაში არსებული საკონტეინერო ხომალდი დაზიანდა.

ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა M/V MSC Sky II-ს მოხვდა და დააზიანა, მაგრამ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა და გემი გზას განაგრძობს.

ცენტრალური სარდლობის ცნობით, აღნიშნული თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ორ ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტაზე, რომლებიც „რეგიონში სავაჭრო გემებისა და აშშ-ის საზღვაო ძალების გემებისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდნენ“ დარტყმები განახორციელა.

„ჰუსიტები“, რომლებიც ჩრდილოეთ იემენის დიდ ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანაას, აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სავაჭრო გემებზე მათი თავდასხმის მიზანია, ზეწოლა მოახდინონ ისრაელსა და მის მოკავშირეებზე, რომ ღაზაში ომი შეაჩერონ. დაჯგუფებამ არაერთხელ განაცხადა, რომ თავდასხმებს მაშინ შეწყვეტს, როცა ისრაელი ომს შეაჩერებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს