აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ოპოზიციის წევრებმა, მმართველ გუნდს რეგიონში არსებული სოციალური პრობლემები შეახსენეს. მათი თქმით, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, მეწყრის შედეგად დაზარალებული ოჯახები დახმარებას ითხოვენ. მათივე განცხადებით, ახლა მმართველი გუნდის დეპუტატები აღნიშნულ საკითხებზე უნდა მსჯელობდნენ და არა მიხეილ სააკაშვილზე და მის პოლიტიკაზე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ოპოზიციონერ კოლეგებს უპასუხა. დავით გაბაიძის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური დაუღალავად მუშაობს იმისათვის, რომ დროულად გადაწყდეს მეწყერით დაზარალებულთა ოჯახების ბედი, რათა მათ მშვიდად განაგრძონ ცხოვრება.

აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხს განიხილავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია