მამუკა მდინარაძე - „ნაცების“ სქემა ნათელია - მანიპულაციით უნდოდათ ცესკოს თავმჯდომარის დაბულინგება, მისი გადაყენება და ისევ ხაზარაძის პარტიის წევრს უნდა ჩაეტარებინა არჩევნები

„ნაცების“ სქემა ნათელია - მანიპულაციით უნდოდათ ცესკოს თავმჯდომარის დაბულინგება, მისი გადაყენება და ისევ ხაზარაძის პარტიის წევრს უნდა ჩაეტარებინა არჩევნები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ქონებასთან დაკავშირებით "ტვ პირველის" მიერ მომზადებულ სიუჟეტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ სიუჟეტში გასული მასალა უხეში მანიპულაცია და უხეში "ფეიკია".

"ბულინგით კალანდარიშვილის გადაყენებას შეცდებოდნენ. ისინი ცდილობდნენ, რომ მათ პარტიულ წევრს ჩაეტარებინა არჩევნები. "ნაცების" სქემა ნათელია. "ნაცების" დანამატმა ხაზარაძემ ეს მოინდომა, ჩაუვარდა და ახლა იქნებ შემოატრიალოს ამბავი - პრეზიდენტმა დაადო ვეტო. ეს არის მთელი ისტორია, ყველაფერი ნათელია.

გარანტიას გაძლევთ, სიცოცხლით ვაგებ პასუხს, ცხოვრების განმავლობაში, უკანონო შემოსავალს ერთ თეთრს ვერ მიპოვით. ასევე, ვარ დარწმუნებული ჩემი თავიდან გამომდინარე, ბევრ ადამიანზე. მართლა რაღაცნაირი სიუჟეტი იყო. დღეს გამოქვეყნდა წერილი და ფარდა აეხადა ყველაფერს," - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სახეზეა მისი იმიჯის შელახვის მცდელობა ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დამახინჯებული ფაქტების გავრცელებით. კალანდარიშვილი აპირებს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართოს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია