ხატია დეკანოიძე - ქალებს გვაწუხებს ის, რომ გვკლავენ! - ამაზე არც ერთი კონკრეტული პოლიტიკური დოკუმენტი არ შექმნილა - ვებრძოლოთ ამ ძალიან მძიმე პრობლემას და გამოწვევას

ქალებს გვაწუხებს ის, რომ ქალებს გვკლავენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ქალებს კლავენ და ამაზე არც ერთი კონკრეტული ნორმალური პოლიტიკური დოკუმენტი არ შექმნილა ამ ხნის განმავლობაში და პრინციპში, არც ერთი ხელისუფლების პერიოდში“, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, ფემიციდი სერიოზული გამოწვევაა და ამ პრობლემაზე, სამწუხაროდ, კოლეგა მამაკაცი დეპუტატები ყურადღებას არ ამახვილებენ.

„ამ ძალიან მძიმე პრობლემაზე ჩემმა ქალმა კოლეგებმა ისაუბრეს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არ მახსენდება უმრავლესობის წევრი არც ერთი კაცი და ასევე, გულისტკივილით უნდა ვთქვა, ძალიან იშვიათად მახსენდება ოპოზიციიდან გამოსული კაცი, რომელიც ისაუბრებდა ქალების მკვლელობაზე და რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ ქალები აღარ მოკლან. რამდენიმე დღის წინ მოკლეს ახალგაზრდა ქალი, აჩეხეს და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას, სახელმწიფოს არ გაუკეთებია არც ერთი მინიშნებაც კი, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ ძალიან მძიმე პრობლემას და გამოწვევას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, საქართველოს პროკურატურას ფემიციდთან დაკავშირებით 2023 წლის სტატისტიკა ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია