კახა კალაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ყაზბეგის 30 ნომერში მიმდინარე მშენებლობა უკანონოა და ის ბიძინა ივანიშვილის ძმის კომპანიას ეკუთვნის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ყაზბეგის 30 ნომერში მიმდინარე მშენებლობა უკანონოა და ის ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის კომპანიას ეკუთვნის.

აღნიშნულ თემაზე კალაძემ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა და განმარტა, რომ საკითხზე „მიზანმიმართული სპეკულაციები მიმდინარეობს“.

მისივე თქმით, აღნიშნულ მშენებლობაზე ნებართვა კანონის სრული დაცვითაა გაცემული.

„გეტყვით, რა არის რეალობა და სწორი ინფორმაცია. აღნიშნული ტერიტორია 2011 წელს გასხვისდა. დედაქალაქის მერი გახლდათ გიგი უგულავა. აღნიშნული ტერიტორია გასხვისდა იმისთვის, რომ იქ დეველოპმენტის პროექტი განხორციელებულიყო. მოვისმინე, თითქოს იქ საბავშვო ბაღი იყო. ესეც ტყუილია. არ ვიცი, ჩვენამდე რა იყო, თუმცა 2010 წელს იქ საბავშვო ბაღი არ ყოფილა. სხვათა შორის იქვე, ყაზბეგის 35 ნომერში სახელმწიფო ბაღია, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. აღნიშნული ტერიტორია 2011 წელს გასხვისდა მშენებლობის მიზნით. დღეს მისი მფლობელი არ არის ადიკო ივანიშვილი, რომელიც თქვენ დამისახელეთ. ეს ტყუილი და არასწორი ინფორმაციაა. მისი საკუთრება არაა. რომც ყოფილიყო მისი საკუთრება, რა წარმოადგენს პრობლემას? არ აქვს უფლება, ბიზნესში იყოს ჩართული? მას არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ პროექტთან. კანონის სრული დაცვითაა განხორციელებული მშენებლობის ნებართვა არსებული გეგმარების ფარგლებში. მუნიციპალურ ინსპექციაში შემოსული იყო შეტყობინება, ინსპექცია ადგილზე იყო მისული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ - სამშენებლო ნებართვა კანონის სრული დაცვითაა გაცემული და არავითარ ადიკო ივანიშვილის ინტერესს არ წარმოადგენს აღნიშნული მშენებლობა და არც მისი საკუთრებაა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება