კახა კალაძე - რადგან არჩევნები მოდის გავჩერდეთ და არაფერი გავაკეთოთ, წინასაარჩევნოდ საზოგადოების მოსყიდვაში რომ არ ჩაითვალოს?

წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვად ვერ ჩაითვლება მიმდინარე პროექტები, რაც ქვეყანაში სხვადასხვა გამოწვევის საპასუხოდ ხორციელდება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან კითხვას, კურსდამთავრებულებისთვის საჯარო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის დაწყება გათვლილია თუ არა წინასაარჩევნოდ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდებს საკუთარი თავის რეალიზებაში დაეხმარება.

„დედაქალაქში უამრავი პროექტი ხორციელდება. ადამიანებს დავუკანონეთ საცხოვრებელი სახლები, მშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადავეცით, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ კეთდება. რადგან არჩევნები მოდის გავჩერდეთ და არაფერი გავაკეთოთ? არ არის ეს სწორი მიდგომა. გამოწვევებს შესაბამისი პასუხები სჭირდება. მიხარია, რაც მოვისმინე დღევანდელი პრეზენტაციაზე. ამ პროექტების განხორციელება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მომავალ თაობას საკუთარი თავის რეალიზების საშუალება მივცეთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია