აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია გაიხსნა

აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია გაიხსნა. მორიგ პლენარულ სხდომაზე, საჯარო სამსახურის საბჭოს წევრად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე აირჩიეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, სხდომაზე, შესაბამისი მოხსენებით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძემ წარსდგა. მისი განცხადებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო სამსახურის საბჭოს მიზანი საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობაა. საბჭო 4 წლის ვადით არჩეული 11 წევრისგან შედგება, რომელთაგან ერთს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარადგენს.

რეგლამენტის შესაბამისად, საბჭოს წევრობის კანდიდატად, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უმაღლესი საბჭოს წევრი - დავით გაბაიძე დაასახელა. ფრაქციის თავმჯდომარემ - გიორგი მანველიძემ, სხდომის თავმჯდომარეს, ფრაქციის სახელით მომზადებული შესაბამისი განაცხადი წერილობითაც წარუდგინა. კანონმდებლებმა დავით გაბაიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვამდე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია