გორის მერია - გორში, პირველად, „კიბერ ფესტივალი“ მოეწყო

გორში, პირველად, „კიბერ ფესტივალი“ მოეწყო.

გორის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრება კომპიუტერული თამაშების სამ სახეობაში გაიმართა.

„ღონისძიებაში 16-დან 25 წლამდე ასაკის 48 ახალგაზრდა მონაწილეობდა. თითოეული მათგანი კონკურსის წესით შეირჩა. ფესტივალს SportBar Kocktail-ი სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა.

ფესტივალის ფარგლებში ინდივიდუალური შეჯიბრებები გაიმართა. გამარჯვებულებს სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

ინიციატივის მიზანი იყო ახალგაზრდებში სტრატეგიული აზროვნებისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა.

ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტი ა(ა)იპ „ჰორიზონტის“ ინიციატივით დაიგეგმა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია