სალომე სამადაშვილი - ივანიშვილის კიდევ უფრო გამდიდრება უკავშირდება იმას, რომ ძალიან კარგად ასრულებს რუსეთის დავალებას - უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამით ხეირობს

ივანიშვილის კიდევ უფრო გამდიდრება უკავშირდება იმას, რომ ის ძალიან კარგად ასრულებს რუსეთის დავალებას და რუსეთი წარმატებით იყენებს საქართველოს, მათ შორის, ეკონომიკური მიზნებისთვის. ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი პირველ რიგში, სწორედ ამით ხეირობს , - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ქონებასთან დაკავშირებით Bloomberg-ის ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გააღატაკა ქართველი ხალხი და გაამდიდრა მხოლოდ საკუთარი პერსონალური, ოჯახური ბიუჯეტი.

"მე ნამდვილად გამიჭირდება გითხრათ, ამ ქონების ზრდის წარმომავლობა რა არის, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი, რომ 12 წლის მანძილზე ბიძინა ივანიშვილის მმართველობა დასრულდა იმით, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა გაღატაკდა. 250 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ სამუდამოდ დატოვა ქვეყანა, იმიტომ, რომ გადარჩენისთვის იბრძოლოს სხვა ქვეყნებში, ლუკმა-პურის მოსაპოვებლად. გაძვირდა ცხოვრება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მაგრამ მოიხსნა ყველანაირი შეზღუდვები რუსეთისთვის საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დაცვის თვალსაზრისით ჩვენს სახელმწიფოში. ვფიქრობ, რომ ივანიშვილის კიდევ უფრო გამდიდრება უკავშირდება იმას, რომ ის ძალიან კარგად ასრულებს რუსეთის დავალებას და რუსეთი წარმატებით იყენებს საქართველოს, მათ შორის, ეკონომიკური მიზნებისთვის. ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი სწორედ ამით ხეირობს პირველ რიგში. მან გააღატაკა ქართველი ხალხი და გაამდიდრა მხოლოდ საკუთარი პერსონალური ოჯახური ბიუჯეტი, მაშინ როდესაც გვახსოვს ის ცრუ, სამარცხვინო დაპირებები, რომელსაც ივანიშვილი გასცემდა ქართველ ხალხზე, რომლებსაც ჰპირდებოდა ფაქტობრივად, უფასო ცხოვრების უზრუნველყოფას", - განაცხადა სამადაშვილმა.

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი წლის დასაწყისიდან დღემდე, $325 მილიონით გამდიდრდა. მისი ქონება $6.92 მილიარდია და Bloomberg-ის სიაში 374-ე ადგილს იკავებს.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს