ქეთევან თურაზაშვილი 6 მარტს პენსიონერებს შეხვდება

პარტია „მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი პენსიონერებს შეხვდება.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა 6 მარტს, 13:00 საათზე, კიკვიძის პარკის შესასვლელში (ნაძალადევის რაიონი) არის დაგეგმილი.

„მოქალაქეების“ ინფორმაციით, დეპუტატი იურისტების ჯგუფთან ერთად, საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, პენსიონერებს იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანია პენსიონერებზე გაცემული და კოვიდ პანდემიის დროს, ე.წ. „საშეღავათო პერიოდისას", დროში გახანგრძლივებული და თანხობრივად გაზრდილი სესხების ძველ ჩარჩოებში დაბრუნება და განულება, აგრეთვე ე.წ.ოვერდრაფტების ცვლილება.

„შეხვედრის შემდეგ „მოქალაქეები" ლიბერთი ბანკს შესაბამისი, იურიდიულად დასაბუთებული განცხადებებით მიმართავენ.

ქეთევან თურაზაშვილის და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრები პენსიონერებთან გრძელდება. დაზარალებული პენსიონერების 1000-სზე მეტი განცხადება „ლიბერთი ბანკში" უკვე შეტანილია. პარტია „ალეკო ელისაშვილი მოქალაქეების" დახმარებით, არაერთ პენსიონერს პანდემიის დროს გახანგრძლივებული სესხი ძველ ჩარჩოში დაუბრუნდა და გაუნულდა. პარტიამ ბანკის მიერ მოტყუებული პენსიონერების უფლებების აღსადგენად, ბანკის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოსაც მიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს