ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - რამდენად ლოგიკურია ვენეციის კომისიის შეთავაზება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებით უფრო ეფექტურად დაკავდება თუ ის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იქნება?

ოპოზიციონერი დეპუტატები გამობრძანდით და თქვით, რამდენად სწორი და ლოგიკურია ვენეციის კომისიის შეთავაზება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რომელსაც ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ვთხოვთ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებით უფრო ეფექტურად დაკავდება თუ ის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იქნება , - აღნიშნული განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ოხანაშვილმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში ვენეციის კომისიის შემოთავაზებით უქმდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ის საფუძველი, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან და სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისგან თავის არიდებასთან.

ოხანაშვილმა ოპოზიციას მიმართა ერთად იმსჯელონ, რამდენად სწორი იქნება აღნიშნულის გათვალისწინება.

“არის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომ ასეთ შემთხვევაში ანტიკორუფციული სამსახურის უფროსი დაკავებული თანამდებობისგან არ გათავისუფლდეს.

პარტიულმა ტელევიზიებმა თქვეს, რომ თურმე ვენეციის კომისიის ამ რეკომენდაციას ქილიკით ვაჟღერებ. როდესაც სახელმწიფოებრიობის და სამშობლოს განცდა არა გაქვს, იმას კი არ ამბობ, რაც კომისიამ დაწერა და ამის თაობაზე კი არ აქვთ ბუნებრივი რეაქცია, საღი აზრისა და ანალიზის უნარს არ გამოხატავენ.

ფაქტია, რომ ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა ნარკოტიკული საშუალება რომ მოიხმაროს ან ნარკოტესტს თავი აარიდოს, ეს თურმე ნორმალური მოცემულობა ყოფილა. ამ დროს რომელიმე დეპუტატს რომ გაუგზავნოს მითითება, რომ ეს გააკეთოს, ეს ნორმალური მოვლენა ყოფილა... ისე რომ მოხდეს, რომ შეტყობინებები ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ გააგზავნა, მერე ერთ ამბავს ატეხენ, რომ თურმე ასეთ მდგომარეობაში იყო“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში წარმოდგენილია ცვლილება, რომლითაც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ის საფუძველი უქმდება, რომელიც დაკავშირებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებასთან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება