ჰააგის სასამართლომ ორი რუსი მეთაურის დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის სასამართლომ რუსეთის შორი ავიაციის და შავი ზღვრის ფლოტის მეთაურების დაკავების ორდერები გასცა. ინფორმაციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის სასამართლოს) პრესსამსახური ავრცელებს.

რუსეთის შორი ავიაციის მეთაურის, სერგეი კობილაშის და რუსეთის შავი ზღვრის ფლოტის მეთაურის, ვიქტორ სოკოლოვის დაკავების ორდერები 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე პერიოდში უკრაინაში რუსეთის პოტენციალური ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიების ფარგლებში გაიცა.

II წინასასამართლო პალატას მიაჩნია, რომ ორივე ეჭვმიტანილი პასუხისმგებელია აღნიშნულ პერიოდში მათ ხელმძღვანელობაში მყოფი ძალების მიერ უკრაინის ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების წინააღმდეგ დარტყმებისთვის.

კობილაში და სოკოლოვი ეჭვმიტანილი არიან სამხედრო დანაშაულების ჩადენაში, რომლებიც მდგომარეობდა სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებში, სამოქალაქო პირებისთვის ან სამოქალაქო ობიექტებისთვის მიზანმიმართულად ზიანის მიყენებაში, ასევე ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებში, რომლებიც ანტიჰუმანური მოქმედებების ჩადენას მოიცავს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს