ვიქტორია ნულანდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს.

“ვიქტორია ნულანდმა შემატყობინა, რომ მომავალ კვირებში პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობის დატოვებას აპირებს“, - წერს ბლინკენი.

სახელმწიფო მდივნის თქმით, მან და პრეზიდენტმა ბაიდენმა მმართველობის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ჯონ ბასს სთხოვეს ნულანდის მოვალეობების შეასრულოს, სანამ მის შემცვლელს არ დაამტკიცებენ.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ნულანდის ლიდერობას დიპლომატები და საგარეო პოლიტიკის სტუდენტები კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ისწავლიან.

“მისი ძალისხმევები შეუცვლელი იყო უკრაინაში პუტინის ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის წინააღმდეგობაში, მისი სტრატეგიული დამარცხების უზრუნველყოფისთვის გლობალური კოალიციის ფორმირებაში, ასევე, უკრაინისთვის იმ დღის დაახლოებაში, როდესაც ის მყარად შეძლებს დგომას - დემოკრატიის, ეკონომიკისა და სამხედრო თვალსაზრისით”, - წერს ბლინკენი.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია