ბუქარესტში “ევროპის სახალხო პარტიის” კონგრესზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირებულ წევრად მიიღეს

ბუქარესტში “ევროპის სახალხო პარტიის” (EPP) კონგრესზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ EPP-ის ხმის უფლების მქონე, ასოცირებულ წევრად მიიღეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბუქარესტში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე მონაწილეობას პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე და პარტიის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი ირაკლი ქავთარაძე იღებენ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პოლიტიკურ ასამბლეაზე, ევროპის უდიდესი ქრისტიან დემოკრატიული, მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური გაერთიანებისა და ევროპულ პარტიათა წარმომადგენლებს, გიორგი ბარამიძემ სიტყვით მიმართა.

„გიორგი ბარამიძემ გამოსვლაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობას, წელს საქართველოში გასამართი საპარლამენტო არჩევნების კონკურენტულ და სამართლიან გარემოში ჩატარებასა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმრის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

მან ევროპელ კოლეგებს, ამ საკითხებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისათვის, მადლობა გადაუხადა. ამიერიდან, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანების კონგრესზე 4 ხმის უფლების ისარგებლებს.

ევროპის სახალხო პარტიის კონგრესი მუშაობას 7 მარტის საღამოს დაასრულებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია