ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს გაიმართება

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს პრეზიდენტი, ელვის ამოროსო ავრცელებს.

„საარჩევნო საბჭომ თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა წინადადება შეაფასა, რომელიც ყველა კონსტიტუციურ, საკანონმდებლო და ტექნიკურ მოთხოვნას ითვალისწინებს“, - განაცხადა ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს პრეზიდენტმა.

მოსალოდნელია, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო კენჭს ხელახლა იყრის, ხოლო ოპოზიციური კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ცნობისთვის, იანვარში, ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, მარია კორინა მაჩადოს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი