დიმიტრი პესკოვი - რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ აღიარებს

რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ აღიარებს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ წესდების მხარეს არ წარმოვადგენთ და მას არ ვაღიარებთ. ასეთ გადაწყვეტილებებს ჩვენ შესაბამისად ვეპყრობით“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთთან დაკავშირებით ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველი გადაწყვეტილება არ არის და იქ დახურული პროცესი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის ორი რუსი მეთაურის, სერგეი კობილაშისა და ვიქტორ სოკოლოვის დაკავების ორდერები გასცა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა