ბოლნისში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, კულტურის სახლში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საჩუქარი ქალბატონებს - კულტურის სახლში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

ღონისძიებაში მონაწილეობას ნატო გელაშვილი ვაჟებთან, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებთან და ბენდთან ერთად იღებდა. სცენაზე მაყურებლებისთვის ქართველი კომპოზიტორებისა და ნატო გელაშვილის მიერ შექმნილი მუსიკალური შედევრებიდან არაერთი ცნობილი სიმღერა შესრულდა. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მეუღლესთან ერთად დაესწრო”, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს