საფრანგეთი და მოლდოვა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს გააფორმებენ

საფრანგეთი და მოლდოვა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს გააფორმებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეთანხმებებზე ხელის მოწერა ხვალ, პარიზში მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ვიზიტის დროს მოხდება.

„მაია სანდუსთან შეხვედრისას ემანუელ მაკრონი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში, მოლდოვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მიმართ, საფრანგეთის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს“, - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია