გია ვოლსკი ბუნდესტაგში ზურაბ ადეიშვილის ყოფნაზე - როდესაც საქმე ეხება საქართველოს პარტნიორ ქვეყანას, ეს უნდა მივიჩნიოთ, როგორც უპატივცემულობა და პოლიტიკური, დიპლომატიური ეთიკის დარღვევა

როდესაც საქმე ეხება კანონის აღსრულებას და საქართველოს პარტნიორ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ეს უნდა მივიჩნიოთ, როგორც უპატივცემულობა და ელემენტარული პოლიტიკური, დიპლომატიური ეთიკის დარღვევა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნას გამოეხმაურა.

მისივე განცხადებით, არსებობს უკრაინის ფაქტორი, რომელსაც „ვერც ერთ განზომილებით ვერ დაუპირისპირდება ბუნდესტაგი“.

„მტკიცებულებები უამრავია, წარდგენილია და ყველამ ყველაფერი იცის. აქ არსებობს უკრაინის ფაქტორი, რომელსაც ვერც ერთ განზომილებით ვერ დაუპირისპირდება ბუნდესტაგი, გერმანია და ამ შემთხვევაში, ალბათ, ჰქონდათ კიდეც მსჯელობა ამ საკითხებთან მიმართებით, მაგრამ როდესაც საქმე ეხება კანონის აღსრულებას და საქართველოს პარტნიორ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ეს უნდა მივიჩნიოთ, როგორც უპატივცემულობა და ელემენტარული პოლიტიკური დიპლომატიური ეთიკის სერიოზული დარღვევა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს