გიორგი ვაშაძე - ივანიშვილის პარტია ფასებზე საუბარს გაურბის

ივანიშვილის პარტიაში არ პასუხობენ კითხვას რატომ არის საქართველოში ცხოვრება გაუსაძლისი, რატომ გარბის ქვეყნიდან ასეულობით ათასი ადამიანი, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ქართველი ხალხის ასეთი დაცინვა, კორუფცია, უიმედობა და ემიგრაცია 2024 წლის არჩევნებზე უნდა დამარცხდეს.

“ივანიშვილის პარტია ფასებზე საუბარს გაურბის. ყველაფერზე საუბრობენ, მაგრამ ფასებზე არა. არ პასუხობენ კითხვას რატომ არის საქართველოში ცხოვრება გაუსაძლისი, რატომ გარბის ქვეყნიდან ასეულობით ათასი ადამიანი. ივანიშვილის პარტიაში იმდენად აღიზიანებთ გაზრდილ ფასებზე საუბარი, რომ იმ ხალხს აყენებენ შეურაცხყოფას, ვინც ბაზარში დადის.

დღეს ივანიშვილის პარტია ამტკიცებდა, რომ ფასები, ეკონომიკა, ხალხის გაჭირვება პოლიტიკოსების გასარჩევი არ არის, მათ დაკარგეს ხალხთან შეხების წერტილი.

ქართველი ხალხის ასეთი აღვირახსნილი დაცინვა, კორუფცია, უიმედობა და ემიგრაცია უნდა დავამარცხოთ 2024 წლის არჩევნებზე. ცვლილებების დროა და ცვლილებები გარდაუვალია”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია