ნიკოლოზ ვაშაკიძე - მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ მიიღებს

„ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ მიიღებს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მედიასთან შეხვედრის შეფასებისას აღნიშნა, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, მას რამდენიმე საათში ციხეში დააბრუნებენ და ამ ვითარებაში ამ თემის განხილვა შინაარსს მოკლებულია.

„მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი მნიშვნელოვნად კრიტიკულია და მისი წინააღმდეგობა მმართველი გუნდის მიმართ იზრდება, მე მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას ის ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ მიიღებს. სააკაშვილი ციხეში იქნება თუ მის გარეთ, ამას საქართველოში მხოლოდ ერთი კაცი, ბიძინა ივანიშვილი წყვეტს. რომც შეიწყალოს ზურაბიშვილმა, რამდენიმე საათში სააკაშვილს ციხეში შეაბრუნებენ, ახალი საქმეებით. ეს თემა მნიშვნელოვანწილად შინაარსს მოკლებულიც კია“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ რადიკალური მიუღებლობა პოლიტიკური კულტურის ძალიან დიდ დეფიციტად მიაჩნია.

„მთავრობის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ ასეთი რადიკალური მიუღებლობა პოლიტიკური კულტურის ძალიან დიდ დეფიციტად მიმაჩნია. შესაძლებელია, შენ მიზნებს აღწევდე ისე, რომ მწვავე დაპირისპირება არ გქონდეს პრეზიდენტთან, რომელიც ოპოზიციური პარტიებისაგან განსხვავებით, არც ისე მწვავეა და მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად არის. განსაკუთრებით მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ თავიდან თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს მხარს დაუჭერდნენ, მაგრამ ის პოლიტიკაში დამოუკიდებელი ფიგურა იქნებოდა“, - აღნიშნა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო