იან ბონდი - ცვლილებები იქნება - შეიძლება უკეთესობისკენ, შეიძლება უარესობისკენ, მაგრამ არ უნდა გვეშინოდეს სამხედრო და ეკონომიკური წნეხის გაზრდა რუსეთზე იმის შიშით, რომ ამან შეიძლება ვითარება გააუარესოს

ის, რაც დღეს ჩვენთვის უკიდურესად მყარი ჩანს, ფაქტობრივად, შეიძლება, უფრო მეტად მყიფე იყოს, ვიდრე ჩვენ ვაცნობიერებთ - თუმცა არ ვფიქრობ, რომ პუტინის რეჟიმმა ამ საფეხურს უკვე მიაღწია,- ამის შესახებ ევროპული რეფორმების ცენტრის საგარეო პოლიტიკის დირექტორმა იან ბონდმა თბილისში მიმდინარე რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, წარმატებას, რომელსაც რუსული ჯარი უკრაინაში აღწევს, არა მის მომატებულ კომპეტენციას, არამედ დასავლეთის არაკომპეტენტურობას უკავშირდება.

„ის, რაც დღეს ჩვენთვის უკიდურესად მყარი ჩანს, ფაქტობრივად, შეიძლება, უფრო მეტად მყიფე იყოს, ვიდრე ჩვენ ვაცნობიერებთ. საბჭოთა კავშირი სასტიკი სუპერძალა იყო, რომელიც უკიდურესად სწრაფად ჩამოიშალა, როდესაც სწორ ადგილას განხორციელდა დარტყმა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ პუტინის რეჟიმმა ამ საფეხურს უკვე მიაღწია.

უნდა აღინიშნოს, რომ წარმატება, რომელსაც რუსული ძალები აღწევენ უკრაინაში, არავითარ კავშირში არ არის კომპეტენციის მატებასთან, სულ მცირე თუ ისწავლეს ომის საწყისი ეტაპიდან, მაგრამ რაც აძლევს მათ წინსვლის საშუალებას ამ მომენტისთვის, არის დასავლეთის არაკომპეტენტურობა და დასავლეთის წარუმატებლობა განაგრძოს შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის. მიუხედავად იმისა, რასაც უკრაინელები განიცდიან, მათ მოახერხეს ეფექტურად, ფლოტის გარეშე, განედევნათ რუსეთის ფლოტი შავი ზღვის დასავლეთი ნაწილიდან, მოახერხეს კიდევ ერთი რუსული გემის ჩაძირვა, რამდენიმე დღის წინ. ეს საკმაოდ არაორდინალური გამოცდილებაა, სინამდვილეში ჩვენ უნდა ვსწავლობდეთ უკრაინელებისგან.

ვფიქრობ, აღარ უნდა გვეშინოდეს იმის, რომ ნებისმიერი რამ, რასაც ჩვენ გავაკეთებთ რუსეთის დესტაბილიზებისთვის, ვითარებას კიდევ უფრო გააუარესებს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა, რაც ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუშმა 1991 წელს დაუშვა, რომელიც ჩავიდა კიევში და ფაქტობრივად ხალხს უთხრა, ჩაეჭიდეთ მოსკოვს, რადგან შეიძლება უარესი იყოს მის გარეშე. ცვლილებები იქნება - შეიძლება უკეთესობისკენ, შეიძლება უარესობისკენ, მაგრამ არ უნდა გვეშინოდეს სამხედრო და ეკონომიკური წნეხის გაზრდა რუსეთზე იმის შიშით, რომ ამან შეიძლება ვითარება გააუარესოს“,- განაცხადა იან ბონდმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში