გაბრიელიუს ლანდსბერგისი - თუ რუსეთის შეჩერება არ მოხდება, იგი ახალი კონფლიქტების გაღვივებას გააგრძელებს - აუცილებელია ამ ომში გადამწყვეტი გამარჯვება

თუ რუსეთის შეჩერება არ მოხდება, იგი ახალი კონფლიქტების გაღვივებას გააგრძელებს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

მისი თქმით, შეკავების გარეშე კრემლი არასტაბილურობის ზონის გაფართოებას და ახალი კონფლიქტების გაღვივებას გააგრძელებს.

„აუცილებელია ამ ომში გადამწყვეტი გამარჯვება“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ დაწყებული ომი საერთაშორისო წესრიგის გამოწვევად იქცა და მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვის ხანგრძლივი მხარდაჭერა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა