ჯო ბაიდენი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტზე - ერთადერთი რეალური გამოსავალი არის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა

ერთადერთი რეალური გამოსავალი არის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა. მე ამას ვამბობ, როგორც ისრაელის მხარდამჭერი და ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ომის დროს ეწვია ისრაელს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„არ არსებობს სხვა გზა, რომელიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებასა და დემოკრატიას. არ არსებობს სხვა გზა, რომელიც უზრუნველყოფს პალესტინელების მშვიდობიანად და ღირსეულად ცხოვრებას“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, ისრაელს უფლება „ჰამასს“ დაუპირისპირდეს და „ჰამასს“ შეუძლია დღესვე დაასრულოს ეს კონფლიქტი მძევლების გათავისუფლებით, იარაღის დაყრით და 7 ოქტომბერზე პასუხისმგებელი პირების ჩაბარებით.

„ისრაელს აქვს დამატებითი ტვირთი, რადგან „ჰამასი“ იმალება და მოქმედებს მშვიდობიან მოსახლეობაში. მაგრამ ისრაელს ასევე აქვს ფუნდამენტური პასუხისმგებლობა, დაიცვას უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები ღაზაში. ამ ომმა უფრო დიდი ზიანი მიაყენა უდანაშაულო მოქალაქეებს, ვიდრე ყველა წინა ომმა ღაზაში ერთად. 30 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. მათი უმრავლესობა არ არის „ჰამასის“ წევრი - ათასობით უდანაშაულო ქალი და ბავშვია. გოგოები და ბიჭები ობლები დარჩნენ. კიდევ 2 მილიონი პალესტინელი დაბომბვის ქვეშაა ან იძულებით გადაადგილებულია. დანგრეული სახლები, უბნები ნანგრევებში, ოჯახები საკვების, წყლის, მედიკამენტების გარეშე არიან დარჩენილი - გულსატკენია“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები უწყვეტად მუშაობს ღაზაში დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებლად და ასევე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მისაღწევად.

„უწყვეტად ვმუშაობთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაუყოვნებლივ დამყარების მიზნით, რომელიც მინიმუმ ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ეს მძევლებს სახლში დააბრუნებს, აუტანელ ჰუმანიტარულ კრიზისს შეამსუბუქებს და რაღაც უფრო მდგრადისკენ წაგვიყვანს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია