ჰერმან საბო - ცინიზმია, როცა ადეიშვილი საუბრობს სასამართლოს რეფორმაზე ბუნდესტაგში, ასევე ცინიზმია, რომ ადეიშვილის „სასამართლოგადაბარებული“ „ქოცები“ აქედან აკრიტიკებენ მას

ცინიზმია, როცა ადეიშვილი საუბრობს სასამართლოს რეფორმაზე ბუნდესტაგში, ასევე ცინიზმია, რომ ადეიშვილის „სასამართლოგადაბარებული“ „ქოცები“ აქედან აკრიტიკებენ მას, რომ ბუნდესტაგში სასამართლოს რეფორმაზე საუბრობს, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ჰერმან საბომ ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

ის მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვიზიტი „დიდი ამბავი“ არ არის და არც ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.

„არ მგონია, ეს რაღაც დიდი ამბავი, არც ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. ჩვეულებრივი პოლიტდევნილის შეხვედრებია ევროპაში, ყოველ შემთხვევაში ასე აღიქვამს ის თავს. მგონი, ბუნდესტაგში ნამდვილად ვერ დაიწყებდნენ იმის გარჩევას უკრაინის დელეგაციაში ვინ რა სტატუსით და როგორ ჩავიდა. რაღაც უხერხულობა შეიძლება იქაც იყო, მაგრამ პროტოკოლი ითვალისწინებს ასეთი უხერხულობების გადახარშვას და „მოდი, არა უშავს“ სიტუაციას. როგორც გავიგეთ, მის მიმართ საერთაშორისო ძებნა აღარ არის, შესაბამისად, უცხოელი ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე ბუნდესტაგში წავიდა, რომელიც ქართულ ხელისუფლებას არ მოსწონს”, - განაცხადა ჰერმან საბომ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია